პატივცემულო მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ ქვეყანა იღუპება!
„ბიძინას“ სამარცხვინო ხელისუფლება აპირებს სასამართლო ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმის საყრდენის, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას უვადოდ. რაც დაასამარებს ქართული ხალხის ოცნებას სამართლიან სასამართლოზე და სამართლიანობის აღდგენაზე. პარლამენტის მიერ არჩეული ქართული ოცნების წევრები აპირებენ ხმა მისცენ ლევან მურუსიძეს, სამოქალაქო საზოგადოების მტერს. წარმოგიდგენიათ როგორ გათავხედდა ხელისუფლება? პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრები ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თოდრია თუ არ დაუჭერენ მხარს ლევან მურუსიძეს, რომელსაც უკვე გაუკეთებია განაცხადი სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის თაობაზე, მას არ დაამტიცებენ. მურუსიძის სახლში გაშვებით, რომელსაც ვადა ეწურება, დაისვენებს სამოქალაქო საზოგადოება და სასამართლო ხელისუფლება გათავისუფლდება სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებისგან. სამარხვინოა იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ წულუკიანის დუმილი ამ უმსგავსობაზე. ბიძინა ივანიშვილი და ღარიბაშვილი, ყველაფერზე ხელის მომწერები რომ არიან უკვე დავრწმუნდით. ქართული ოცნებისთვის სამართლიანობის აღდგნის დაპირება და სამართლიანი სასამართლო იყო საარჩევნო სატყუარა, ჩვენთვის სამართლიანი სასამრთლო არის ცხოვრების მიზანი.
მივმართავ საქართველოს პირველ პირს ბატონ მარგველაშვილს, არ დაუშვას სამართლიანი სასამართლოს დასამარება, მივმართავ სამოქალაქო სექტორს, გამოვიყენოთ პროტესტის ყვეალანაირი ფორმა, რათა რა დავუშვათ ლევან მურუსიძის ხელახლა დანიშვნა. მივმართავ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს გამჭვირვალე გახადოს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა.